Geo Eng

სიახლეები

რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი? - TOP 15

23 აპრილი 2025

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1,157,347 შეადგინა, რაც 1.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამ ვიზიტებიდან 958,947 ტურისტული იყო (წლიურად 2.2%-ით მეტი), ხოლო 213,389 ერთდღიანი ვიზიტები (წლიურად 2.4%-ით ნაკლები).

ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი ტრადიციულად მეზობელი ქვეყნებიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

იანვარ-მარტის მონაცემებით, TOP 15 ქვეყნის შედეგები ასეთია:

  • თურქეთი - 225,265 ვიზიტი/წლიური ცვლილება -11.5%
  • რუსეთი - 219,264 ვიზიტი/წლიური ცვლილება 1.8%
  • სომხეთი - 180,805 ვიზიტი/წლიური ცვლილება -5.7%
  • ისრაელი - 80,896 ვიზიტი/წლიური ცვლილება 72.9%
  • აზერბაიჯანი - 64,818 ვიზიტი/წლიური ცვლილება 25.9%
  • ირანი - 26,859 ვიზიტი/წლიური ცვლილება -6.8%
  • ინდოეთი - 26,372 ვიზიტი/წლიური ცვლილება 27.7%
  • უკრაინა - 24,192 ვიზიტი/წლიური ცვლილება -1.4%
  • ყაზახეთი - 21,625 ვიზიტი/წლიური ცვლილება -22.4%
  • ბელარუსი - 17,377 ვიზიტი/წლიური ცვლილება 0.8%
  • ჩინეთი - 13,875 ვიზიტი/წლიური ცვლილება 40.1%
  • ფილიპინები - 10,300 ვიზიტი/წლიური ცვლილება -2.4%
  • გერმანია - 10,212 ვიზიტი/წლიური ცვლილება -7.2%
  • პოლონეთი - 10,165 ვიზიტი/წლიური ცვლილება -13.4%
  • უზბეკეთი - 10,151 ვიზიტი/წლიური ცვლილება 2.9%

I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია.

გსურთ გაიგოთ მეტი?

გამოიწერეთ ჩვენი საიტი და დაიწყეთ უახლესი ამბებისა და პროექტების მიმოხილვის ნახვა.