Geo Eng

სიახლეები

HORECA Management Group-მა გახსნა წარმომადგენლობა კანადაში

24 აპრილი 2025

HORECA Management Group-მა გახსნა  წარმომადგენლობა კანადაში კერძოდ ტორონტოში, რაც კომპანიის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ეტაპია.

ტორონტოს ოფისი მოემსახურება კანადურ ბაზარზე სასტუმრო სექტორის სრულ მასშტაბურ მხარდაჭერას — მომსახურებები მოიცავს სასტუმროს კონცეფციის შექმნიდან მის სრულ ოპერაციულ ამოქმედებამდე და სტუმრების მიღებამდე. კომპანია სთავაზობს საკონსულტაციო მომსახურებებსა და სრულ სასტუმრო მენეჯმენტს, რომელიც მორგებულია კანადური სტუმართმოყვარეობის სექტორის საჭიროებებზე.

საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და საერთაშორისო ბაზრებზე მზარდი გამოცდილების საფუძველზე, HORECA Management Group გთავაზობთ ინდუსტრიული ექსპერტიზის და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომის სინთეზს, რათა დაეხმაროს სასტუმროების მომავალ მფლობელებს სასტუმრო პროექტების განხორციელებაში.

ამასთან ერთად, კომპანია აქტიურად იმუშავებს ქართულ დეველოპერებსა და ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კანადურ ბაზარზე შესვლით. ამ მიმართულებით HORECA Management Group უზრუნველყოფს კონსულტაციებსა და მხარდაჭერას ისეთი სფეროებისთვის, როგორებიცაა: სასტუმროების, აპარტამენტების და კომერციული ფართების დეველოპმენტი.

ამ ნაბიჯით კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის მისიას — ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას სტუმართმოყვარეობისა და უძრავი ქონების სექტორში გლობალური თანამშრომლობის, ბაზრებს შორის კავშირის და ღირებულების შექმნის გზით.


 

გსურთ გაიგოთ მეტი?

გამოიწერეთ ჩვენი საიტი და დაიწყეთ უახლესი ამბებისა და პროექტების მიმოხილვის ნახვა.